ნუცუბიძის II მ/რ-ში ახალი სკვერი მოეწყობა

868

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის დასასვენებელი ზონები შეიქმნება. საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები და დასასვენებელი პავილიონი დამონტაჟდება. სკვერი განათდება და დაირგვება მცენარეები.

პროექტის ღირებულება 64 976 ლარია. სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.