თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რკინიგზის გამოთავისუფლებულ 70 ჰექტრამდე ტერიტორიის განვითარების საკითხია შემოთავაზებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გენგეგმის პროექტის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა შემოვლითი რკინიგზის საკითხსაც განიხილავს.
”პარალელურ რეჟიმში საქართველოს რკინიგზა აკეთებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც ასევე დაკავშირებულია რკინიგზის შემდგომ განვითარებასთან. ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთთან სინქრონში იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღეს თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდება რკინიგზის გადატანა და რა პროექტების განხორციელება იგეგმება გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე.
წყარო: ინტერპრესნიუსი