გოცირიძე თბილისში ეტლით მოსარგებლეებისთვის პირველი ადაპტირებული მეტროსადგური იქნება

955

გოცირიძე თბილისში ეტლით მოსარგებლეებისთვის პირველი ადაპტირებული მეტროსადგური იქნება. მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და შშმ პირებისთვის ადაპტირებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. ამის შესახებ on.ge წერს. 

ეტლით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი ლიფტის ფოტოები ასახულია ე.წ. რენდერზე და ადასტურებენ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურშიც.

იმის მიუხედავად, რომ მოქმედი და წინა ხელისუფლების პირობებში თბილისის არაერთი მეტროსადგური გარემონტდა, თუმცა ეტლით მოსარგებლეების ინტერესები არცერთ შემთხვევაში არ გაუთვალისწინებიათ. მილიონები იხარჯება მეტროს ვაგონების განახლებაშიც, თუმცა არც იქ ყენდება სმენის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ციმციმები, რომელიც მათ კარის დაკეტვის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.