თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ამართლებს

723

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერ დეპუტატზე ლევან ხაბეიშვილზე ძალადობას ამართლებს. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ზარქუა ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.

“ჩვენ როგორც შეგვეძლო პასუხს ვცემდით მაქსიმალურად დელიკატურად, ამომწურავად, არგუმენტირებულად, როცა გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე… როცა პირად შეურაცხყოფაზე გადახვალ, მიიღებ ასეთს. ფარჩაკი დაუძახოს თავის ახლობლებს და პარტიის წევრებს”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ლევან ხაბეიშვილი, მას დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

აღნინულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.