კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

679

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანია “ნიუ სითი დეველოფმენტმა“გაიმარჯვა.

“კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახია, რაც სერიოზული პრობლემაა. აღნიშნული ოჯახები ათეული წლებია ამ პრობლემით ცხოვრობენ. ჩვენ აღნიშნული პრობლემისმოგვარება დავიწყეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. გამოვყავით მიწის ნაკვეთები, შერჩეულია თბილისის სხვადასხვა რაიონი და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. კომპანიები გვთავაზობენ წინადადებებს, ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს. უკვე რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იქნება.

“არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ არსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა.ქონების მართვის სააგენტოში ორი კომპანიის განაცხადიშემოვიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კიდაზარალებულებისთვის გადასაცემად9 200 კვ. მეტრის ოდენობის ფართიშემოგვთავაზა. დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც ფართების გადაცემის რიგითობა განისაზღვრება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჯერად, ფართები საკუთრებაში 59 ოჯახს გადაეცემა.

“იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება.უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს,  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები59 ოჯახსგადაეცემა.მათ შორის, სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ – 30,მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ – 23, ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს.მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.