დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო

949

სტატიის გაგრძელება

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 1 997 851 ლარი დაიხარჯება, სამუშაოები კი 16 თვეში დასრულდება.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლეს აბანო.

“პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. ასევე, რეაბილიტაციის ფარგლებში,  აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული.

ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა და არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ.

მე დავავალე თბილისის განვითარების ფონდს, რომ მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც ბევრი ბარაკია და მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე პირობებში, შემუშავდეს რეაბილიტაციის პროექტი და მოხდეს მისი განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.