კამპანიას #VisitGeorgia თბილისის მერის მეუღლე შეუერთდა

989

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ხოლო ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოში ტურების დაგეგმვა აეკრძალათ, მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით კამპანია #VisitGeorgia წამოიწყეს.

ამ მხრივ ინსტაგრამზე განსაკუთრებით აქტიურობს თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, ცნობილი ქართველი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელმაც საკუთარ ინსტაგრამზე არაერთი სთორი და ფოტო წარწერით – #VisitGeorgia გამოაქვეყნა. ინსტაგრამზე მას 328 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

წარწერით #VisitGeorgia ინსტაგრამზე უკვე 92 ათასამდე პოსტია გამოქვეყნებული.

ხოლო ფეისბუქ ჯგუფში – “Spend Your Summer in Georgia”უკვე 162 312 ადამიანია გაწევრიანებული. აქ ქართველი მომხარებლები ტურისტებს იწვევენ და რეკომენდაციებს წერენ. ამასთან, ჯგუფში ჩვენს ქვეყანაში უკვე ნამყოფი ტურისტების მიერ გადაღებული ფოტოები და რეკომენდაციებიც იწერება.

https://www.instagram.com/p/BzGPq8DAn6R/