სასამართლომ თბილისის მერიის წინააღმდეგ მთაწმინდის პარკის სარჩელი არ დააკმაყოფილა

694

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთაწმინდის პარკის” სარჩელი  არ დააკმაყოფილა. საქმის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით  მოსამართლემ მერია მოვალეობების გაათავისუფლა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კერძოდ, იურისტების ინფორმაციით, თბილისის მერია იხსნის საბაგიროს მშენებლობის ვალდებულებას და ასევე, არ აანაზღაურებს პარკისთვის მიყენებულ ზიანს.

მთაწმინდის პარკის ადვოკატები პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ 5 წელია მთაწმინდის საბაგიროს პროექტი არსებობს, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტი “იმედის კვირამ” ივნისის დასაწყისში მოამზადა.

როგორც მაშინ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, უკვე ინვესტირებულია 4 მილიონი ევრო, თუმცა მერია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

საპასუხოდ დედაქალაქის მერიაში განმარტეს, რომ ქვედა სადგურზე მოსახლეობის გასახლების პრობლემაა, რის გამოც პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დგება.