მძღოლებს, რომლებიც ავტობუსისა და ველობილიკის ზოლებზე იმოძრავებენ, ჭკვიანი კამერები დააჯარიმებენ

1285

წინა სტატია

ვიწყებთ ჭკვიანი კამერების დაყენებას. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ეს ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში მიუვიდეს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა სანქცია, რომელიც ავტობუსის ზოლზე მოძრაობისას 100 ლარით, ველობილიკზე იგივე ქმედების დროს კი 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს.