2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 10 დაანონსებული საბავშვო ბაღდან 5-ზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“იცით, რომ 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ, ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია და 2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება. ბაღებიდან ორი მდებარეობს გლდანში, მეექვსე და მერვე მიკრორაიონში, ერთი დიღმის მასივში, ერთი ფონიჭალაში, ერთი კი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში ამ მშენებლობების ბიუჯეტი, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია. ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1 500-მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ჩვენ ვიცით, რომ დიდია მოთხოვნა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.
ყველა ამ მშენებლობაში გათვალისწინებულია უსაფრთხოების სტანდარტები. ესაა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძე.