აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ეს ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის. ამ წინადადებას მხარი, ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა დაუჭირეს.
დღეს 7 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავი შესრულდა.
აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით ალპინიადაში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.