თბილისის მეტროს ორი ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება

851

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მეტროს 2 ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება.

“თებერვლის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. ჩვენ ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტირებული და განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს. იგივე მიდგომაა ავტობუსებთან დაკავშირებითაც. არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებულია. მაისის დასაწყისში თბილისში 90 MAN-ის ტიპის ავტობუსი შემოვა, წლის ბოლოსთვის კი ავტობუსების არსებული პარკის სრულად განახლება იგეგმება”, – განაცხადა კალაძემ.