თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციაზე 599 000 ლარი დაიხარჯება

715

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქლაქის მთავრობის სხოდომაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 599 000 ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 10 თებერვალს დასრულდება.

“მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არის შენობა-ნაგებობა, რომელიც 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა დედაქალაქში, რომელმაც უამრავი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა იერსახე, თუმცა ჩვენ ვიცით, როგორი დატვირთვა აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენობა. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის დროშა. შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მისი რეაბილიტაცია-მოწესრიგება. დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს ამ შენობას, ის ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ მოვუვლით და ვუპატრონებთ. განწყობა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნას მოწესრიგებული.

კონკურსი გამოცხადებულია საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტის ღირებულება 599 000 ლარია. პროექტებს, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ეტაპობრივად მივიღებთ. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შიგნიც საკამოდ მნიშვნელოვანმი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რადგან ეს არის ძეგლი და სამუშაოები მაქსიმალურად სწორად იქნება გასატარებელი. თუმცა მთავარია, რომ შენობა იქნება რეაბილიტირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.