კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს ფართი 1 ლარად დაუკანონდება

754

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა.

“იცით ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დაკავშირებით. უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც 17 ოჯახს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარეობს. ზოგადად, შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მიხედვით: ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და სოციალურად ყველაზე მეტად უჭირს, პირველ რიგში, ამ ოჯახებისა და ადამიანების დაკმაყოფილება ხდება და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივულოცო“, – განაცხადა თბილისის მერმა.