გაზის დეტექტორის დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

2420

წინა სტატია

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების დამონტაჟება. შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მილორავას განმარტებით, თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლების გამო გათვალისწინებული იქნება ჯარიმებიც.

“დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟება ეს კარგი საშუალებაა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს ავიცილოთ საფრთხე. ამასთან ერთად, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მომხმარებლის პასუხისმგებლობასაც. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების შემოტანა. ხშირია შემთხვევები, როცა საფრთხის წყარო არის აღმოჩენილი, მიღებულია ყველა შესატყვისი ზომა, მაგალითად, არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ჩახსნილია ქსელიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ეს დანადგარი ისევ ქსელთანაა მიერთებული და მერე ხდება ტრაგიკული შემთხვევა. ამიტომ, გარკვეული ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობები მომხმარებელს დაეკისრება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველი იქნება გაფრთხილება, თუმცა დარღვევა გაითვალისწინებს ჯარიმასაც“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელი ჯარიმას გადაიხდის არა კომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მილორავას თქმით, ცვლილებები და უსაფრთხოების ნორმები უახლოეს მომავალში გამკაცრდება.