სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან მერიის ბალანსზე გადავა

1299

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან მერიის ბალანსზე გადავა. მისი თქმით, როგორც კი შესაბამისი პროცედურები დასრულდება, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყება.

“სამგორის რაიონში არსებობს სამხედრო დასახლება, იქ მცხოვრებლებმა არაერთხელ მოგვმართეს, რომ შიდა ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მოუწესრიგებელი. არსებულ დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობები არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. უკვე მქონდა კომუნიკაცია თავდაცვის მინისტრთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია გადმოვა მუნიციპალიტეტის ბალანსზე. რამდენიმე დღეში, როგორც კი დასრულდება ეს პროცედურები, დავიწყებთ ამ ტერიტორიის მოწესრიგებას. პროექტი უკვე მზად არის“, – განაცხადა კალაძემ.