თბილისში ილუმინაციებსა და საახალწლო სოფელს 15 იანვრიდან დაშლიან

831
ახალი წლის ნაძვის ხე თბილისში

წინა სტატია

თბილისში სადღესასწაულო ილუმინაციებისა და საახალწლო სოფლის დემონტაჟი 15 იანვრიდან დაიწყება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ჯადოსნურ სოფელში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.