თბილისში, შესაძლოა, გამოჩნდეს ველოსიპედები, რომლის გამოყენებასაც ყველა შეძლებს (ვიდეო)

1069

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მერია მუშაობს საკითხზე, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდება ველოსიპედები, რომლით სარგებლობის უფლებაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება. კალაძის თქმით, თუ ბიზნესისსექტორის წარმომადგენლები ამით დაინტერესდებიან, მერია მათ ხელს შეუწყობს.

აპლიკაციასა და ველოსიპედზე განთავსებული QR-კოდით შესაძლებელი იქნება ველოსიპედის განბლოკვა და მოხმარება. ველოსიპედის გადაადგილება და ადგილმდებარეობა GPS-ის  საშუალებით გაკონტროლდება და მოქალაქეს ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ იქნება სპეციალურ ბაზაში რეგისტრირებული, შეძლებს იყიდოს აბონემენტი ან თანხა გადაიხადოს ერთჯერადად.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018