გერმანიის ქალაქ ფრიდბერგის იმ ქუჩებში, რომელიც პრესლის სახელს ატარებს, ელვის პრესლის გამოსახულებიანი შუქნიშნები დადგეს. ინფორმაციას ჟურნალი “Spiegel” ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, როკ ენ როლის მეფის გამოსახულებიანი სამი შუქნიშნის დამონტაჟება ქალაქის ადმინისტრაციას 900 დოლარი დაუჯდა და იმედოვნებენ რომ ამ გზით ტურისტების მეტ რაოდენობას მიიზდავენ.
ქალაქ ფრიდბერგში ამერიკული სამხედრო გარნიზონი მდებარეობს, სადაც ელვის პრესლი 1958 დან 1960 წლამდე სამხედრო სამსახურს იხდიდა.