ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის ქართული და უცხოური ბარათებით იქნება შესაძლებელი

1435

საქართველოს ბანკის ცნობით, თბილისის მეტრო მგზავრობის საფასურის საერთაშორისო ბარათებით გადახდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, ამ ეტაპზე კი ავტობუსების ახალი გადახდის სისტემაზე გადაყვანა მიმდინარეობს. ინფორმაციას”ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში “საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. “საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.