დიდი დიღმის ტერიტორიის განვითარებისთვის, სავარაუდოდ, ჩარჩო გეგმა შეიქმნება

717

დიდი დიღმის მიკრო-რაიონების შემდგომი განვითარების მიზნით, მერია ჩარჩო გეგმის შექმნას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით გამოაცხადა, ნათქვამია, რომ ნაკვეთების უსისტემო რეგისტრაციისა და პრივატიზაციის შემდგომ, განაშენიანება სტიქიურად მიმდინარეობდა, რის გამოც ტერიტორიაზე არ არის გზების ქსელი და სოციალური ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მერიაში აღიარებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული იყო, რასაც ახალი მოსახლეობის არასაკმარისი სიმჭიდროვით ხსნიან.

ჩარჩო გეგმის ფარგლებში, გამარჯვებულმა კომპანიამ მიწის რესურსის რაციონალური გამოყენების და სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის კონცეფცია უნდა ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფონდის გაზრდის შესაძლებლობა.

ჩარჩო გეგმა 578 ჰექტარი ტერიტორიისთვის უნდა მომზადდეს.