დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 23 მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა. დიდუბის რაიონის გამგეობის ცნობით, ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სკვერების ტერიტორიებზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განახორციელეს და ლითონის დეკორატიური მოაჯირებით შემოსაზღვრეს.
მოსასვენებელ სკვერებში მოეწყო გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერებში ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ხოლო პატარებისთვის კაუჩუკის რბილ იატაკზე ატრაქციონები დამონტაჟდა.
საშემოდგომო გამწვანების პერიოდში, სკვერებში ასევე, გამწვანების აქციები მოეწყობა.
სკვერების სარებილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „ჯეოპარკმა“ და „ინტერტექნოლოგმა“ 761 487 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.