თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
პროექტში მონაწილეობის შესძლებლობა 18-29 წლის ადამიანებს ექნებათ. მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. პროექტის მიზანია ახალგაზრდობას მიეცეს შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდი საინტერესოდ გაატარონ. ბანაკების აქტივობები 20 ივლისიდან იწყება, ხოლო ლაშქრობები – 25 ივლისიდან.