კალაძე: ძველი ჰიბრიდული მანქანები გარემოს დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანაზე მეტ ზიანს აყენებს

1729

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან საწვავის ხარისხთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით გააკეთა.

კალაძის თქმით, საწვავის მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია და მისი ხარისხი უნდა გაიზარდოს. კალაძემ ამ მხრივ დიზელი გამოყო.

“უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. იცით, რომ ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომელიც მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის იმიტომ, რომ ძირითადად ეს არის ავტომობილები, რომლის გაყიდვას ახდენენ ქვეყნები, არის მოძველებული და თვითონ ის ბატარეა, რაზეც მუშაობს ჰიბრიდული ავტომობილი, საქართველოში არ არის მისი უტილიზაცია – თვითონ აკუმულატორების უტილიზაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მისი გადაყრა და ეს კიდევ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემა არის, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავეკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და მოხდეს პარკის განახლება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

11 ივლისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტებში ცვლილებები შევა.