გორის მერია კუთვნილი 73 შენობა-ნაგებობის აღწერას იწყებს

675

გორის მერიის ინფორმაციით უახლოეს ერთ თვეში ცნობილი გახდება მერიის ბალანსზე არსებული 73 შენობა-ნაგებობის საწყისი ღირებულება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიის ცნობით, კერძო აუდიტორები თითოეულ ნაგებობის მდგომარეობას შეისწავლიან. მათ შორის არის, ქალაქის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობა.

რა მიზანს ემსახურება მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, ამის თაობაზე, მერიაში განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.