კალაძე ე.წ. STREET ART-ის ჯარიმებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

923

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში STREET ART-ის ჯარიმებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

კალაძის თქმით, თბილისის იერსახეს პირველ რიგში, ძეგლის სტატუსიან შენობებს და ეს არ ეხება მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, ზოგადად, შენობა-ნაგებობებს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა.

„არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონი ფარგლებში, თითქოს ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ არტების და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. გულდასაწყვეტია, რომ მედიასაშუალებებიდან ბევრს შეიძლება, არც კი ჩაუხედავს, ამ კანონში რაზეა საუბარი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ეს არის ტყუილი ინფორმაცია, არასწორად ხდება ამ კანონის ინტერპრეტაცია.

ჩვენ პირიქით, ვართ ადამიანები, ვინც ხელს უწყობს სტრიტ არტის განვითარებას და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობელი ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით. იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელსა და სივრცეს გაახალისებენ. ჩვენი მხრიდან, იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.