როგორი იქნება ცხოვრება თბილისში საღამოს 8 საათიდან დილამდე

1955

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა.

პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძეც წარსდგა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია და უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საღამოს 8 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წანასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაში შედიოდა. როგორც კალაძე აცხადებდა, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაპებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.