ტრანსფორმაციის რთული გზა – ერთი სოფლის კულტურის სახლის ისტორია, სოფელი ნუკრიანი

2428

საბ ჭოთა პერიოდის 70-იან წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით აშენებული კულტურის სახლების ფუნქცია სოფლის დონეზე კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება იყო. საბჭოთა პერიოდის კონტროლირებული და ცენტრალიზებული მართვის სისტემის მიუხედავად, რომელიც შემოქმედებით მიდგომებსა და თავისუფლებას კულტურის სფეროშიც თითქმის გამორიცხავდა, აღნიშნული დაწესებულებები (კულტურის სახლები) თავიანთ ფუნქციას მეტ-ნაკლებად მაინც ასრულებდნენ. ისინი სოფლის მცხოვრებლებს არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობდნენ – იქნებოდა ეს სახელობო სწავლება, სპორტული სექციები თუ შემოქმედებითი წრეები.

დღეისათვის კი, გარდა იმისა, რომ სოფლების დონეზე არაფორმალური განათლების, სახელობო თუ შემოქმედებითი მიმართულების არანაირი სერვისი ხელმისაწვდომი არ არის, დანგრევის პირასაა მისული „უპატრონოდ” დარჩენილი ძველი, საბჭოთა კულტურის სახლებიც.

რა გამოსავალი არსებობს კონკრეტული კულტურის სახლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით მაშინ, როცა სახელმწიფოს არ შეუძლია ამ რაოდენობის შენობების და შესაბამისი პერსონალის (მუნიციპალური კულტურის ინ ფრასტრუქტურა) სახელმწიფო, მუნიციპალური ბიუჯეტიდან შენახვა?

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ბოლო წლებში წარმართული ადვოკატირების პროცესი სწორედ სოფლის ყოფილი კულტურის სახლის განვითარების ახლებური კონცეფციის გააზრებისკენ იყო მიმართული. კამპანია, რომლის მიზანიც სოფლის კულ ტურის ინფრასტრუქტურის, კერძოდ კი, კულტურის სახლის შენარჩუნება და მისი ფუნქციური დატვირთვა იყო, ვფიქრობთ, საინტერესო მაგალითი იქნება სხვა სოფლებისა და ინტერესთა ჯგუფებისათვის.

იხილეთ წიგნი სრულად: ტრანსფორმაციის რთული გზა – ერთი სოფლის კულტურის სახლის ისტორია, სოფელი ნუკრიანი

ნუკრიანის კულტურის სახლთან დაკავშირებით, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ “კონვერსიის” მიერ მომზადებული ფილმიც.