თბილისის მერი კახი კალაძე საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარუდგენს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში, 17:00 საათზე გაიმართება.
კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას 13 ნოემბრიდან შეუდგა.
2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ დედაქალაქის მერის არჩევნებში მან 51.13%-ით გაიმარჯვა.