ზუგდიდში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

279

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუხში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, 100 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.

„რუხში მიმდინარე სამუშაოებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, ბესიკ ჭეჟიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის განახლება, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.