გორის მერია: ხელთუბანში შიდა საუბნო გზა ეწყობა

210

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამუშაოები 15-ზე მეტ სოფელში დაიგეგმა. მათ შორის ერთ-ერთი სოფელი ხელთუბანია, სადაც სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

„სარებილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1038 მეტრს შეადგენს. ამ ეტაპზე, გზის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის პირველი პირი იგება. პროექტის მიხედვით საინაღვრეები, მიერთები და ეზოებში შესასვლელებიმ ოეწყობა.

სამუშაოების დასრულებისას, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ,“ – აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.