ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო-ღობეები და ციმციმები დამონტაჟდა

298

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო-ღობეები და ციმციმები (Foxlight) დამონტაჟდა. ამ ტექნოლოგიით 10-ზე მეტი მწყემსი და მეფუტკრე, საკუთარ მეურნეობებს – მგლის, მურა დათვისა და ფოცხვერის თავდასხმისგან დაიცავს.

აღნიშნული ელექტრო ღობეები და ციმციმები ადგილობრივი ფაუნის ამ მნიშვნელოვან წარმომადგენლებს ზიანს არ მიაყენებს.

ინიციატივა განხორციელდა UNDP-სა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფარგლებში, რომელიც ათ წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას და გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას.