თბილისის მერიამ საბავშვო ბაღებში კვებაზე 104-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

326

თბილისის მერიამ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში კვებაზე 104 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების მომარაგებას შეეხება და მისი ღირებულება 73-მილიონი ლარია. მეორე ტენდერის ღირებულება კი 31.3 მილიონი ლარია და ის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების მომარაგებას შეეხება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

განაცხადის თანახმად, თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგება 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდეა გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 ივლისს იწყება და 21 ივლისს მთავრდება. სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა წინასწარ დადგენილი ფასებით უნდა მოხდეს.

ამჟამად, ბაგა ბაღების საკვებით მომარაგებას შპს ეკოლუქსი ახდენს, რომელსაც 63-მილიონიანი კონტრაქტი 2020 წელს გაუფორმდა.