გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

307
გლდანი, სკვერი

გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი ეწყობა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

“განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა”, – განმარტავენ გამგეობაში.

გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.