რუსთავის ორ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

291

რუსთავში მე-18 და 22-ე საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესარჩევად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა.

22-ე სკოლის რეაბილიტაციისთვის 1 010 695 ლარია გამოყოფილი, ხოლო, მე-18 სკოლისთვის 2 260 642 ლარი.