ყველაზე მძიმე არჩევნები იყო პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ ამდენი შეურაცხყოფა, ცილისწამება, ტალახი, თუ კი რამე სიბინძურის გაფიქრება შეუძლია ადამიანს გონებაში, ყველაფერი იკადრეს ჩემ წინააღმდეგ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. მიხარია, რომ ჩემს გუნდთან ერთად მოვახერხე საარჩევნო კამპანია მეწარმოებინა დადებით კონტექსტში, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირა“-სთან პოლიტიკური წელი შეაჯამა.
მან ასევე გაიხსენა და შეაფასა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადამდგარი გიორგი გახარიას თბილისს მერის არჩევნებში ჩართვა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომა რ ველოდი თუ გახარია კანდიდატურად დააყენებდა ჩემ წინააღმდეგ. მას არა თუ მოგების, მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ ჰქონდა. მე მგონია, რომ ამაში ის თავადაც დარწმუნებული იყო. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი უკვე ცხადი ხდება მისი ქმედებებიდან. მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან ყველაფერი ირკვევა“, – განაცხადა კახა ლალაძემ.
თბილისის მერმა ასევე 2022 წლის გეგმებსა და მიზნებზეც ისაუბრა.
„2022 წელი იქნება საინტერესო, აღმშენებლობის თვალსაზრისით. ცხადია ვაპირებთ იმის გაკეთებას, რა დაპირებებიც გავეცით. ეს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვერ გაკეთდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა 2020 წელი ინება ის წელი, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. ახალი შემართებით, ახალი ენერგიით უნდა მივხედოთ ჩვენს ქალაქს, უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ერთად ხელიხელჩაკიდებულებმა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ევროპული დედაქალაქი და საბოლო ჯამში, ევროპული ქვეყანა მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.