აუცილებლად, საჭიროა, რომ ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში იქნება საახალწლო სოფელი და კონცერტები.
„აუცილებლად, საჭიროა, რომ ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს. ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენთუზიაზმით ველოდებით მომავალ წელს.
იქნება ძალიან ლამაზი ახალი წელი, მორთული იქნება ჩვენი დედაქალაქი, იქნება საახალწლო სოფელი, კონცერტები, იქნება სასიამოვნო დღეები, როგორც პატარებისთვის, ყველა თაობისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.