“დაიკავე სკვერი” – ნუცუბიძის 77-ში მცხოვრები მოსახლეობა 15 ოქტომბერს აქციას გამართავს

853

ნუცუბიძის 77-ში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის სკვერში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით სამეზობლო თემი მოთხოვნით – “არ აშენდეს კორპუსი სკვერში!” აქციას 15 ოქტომბერს გამართავს. ინფორმაციას “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” ავრცელებს. ორგანიზატორთა განცხადებით, ქალაქის უსამართლო პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქციას ანალოგიური პრობლემის მქონე სხვა უბნის სამეზობლო თემებიც შემოუერთდებიან.

აქციის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რა მნიშვნელობა აქვს საჯარო სივრცეს და რამდენი აქტივობის განხორციელება იქნება შეუძლებელი, თუ  სივრცეს კორპუსები მიიტაცებს. ამის სადემონსტრაციოდ სკვერში გაიმართება ჭადრაკის ჩემპიონატი, საბავშვო ღონისძიებები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ, რომელიც ნუცუბიძის 77-ში ცხოვრობს, თავად დაგეგმა და გაამწვანა მათი საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული ტერიტორია და ის საჯარო სივრცედ გადააქცია, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად კი, მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, რათა მას ტერიტორიისათვის სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭებინა. მოთხოვნა მოიწონა ზონალურმა საბჭომაც, თუმცა, მერიამ, აღნიშნული საკითხის საკრებულოში გადაგზავნის ნაცვლად, სკვერი კერძო პირზე გაასხვისა. კერძო პირმა კი  ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობა დაგეგმა.

სამეზობლო თემის წინააღმდეგობის შემდეგ, ინვესტორმა მშენებლობის გეგმა ნაწილობრივ შეცვლა, თუმცა, საკრებულოში გადაიგზავნა პროექტი, რომელიც კვლავ ითვალისწინებს სკვერის ნაწილში კორპუსის მშენებლობას. საკითხის განხილვა თითქმის ერთი წელია შეჩერებულია. სამეზობლო კი მოითხოვს, რომ  მშენებელს სკვერის დაკავების შესაძლებლობა არ მისცენ, – ნათქვამია “ინიციატივა საჯარო სივრცისათვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.