წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის საკრებულოში ორი ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.
ცესკოს შედეგების მიხედვით, ქუთაისის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან ორში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა – ბესიკ ბრეგაძემ და ანა კოხრეიძემ გაიმარჯვეს.
დანარჩენ ხუთ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. წინასწარი მონაცემებით, ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნებიდან” იქნებიან: ირაკლი შენგელია, ამირან კოპალეიშვილი, მამუკა რიჟამაძე, თეიმურაზ ნადირაძე და მაგდა კოსტავა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მან ხმების 43.84% მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.53%.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება.