კალაძე: თბილისობის ღონისძიებები წელსაც ვერ გაიმართება

558

თბილისობის სადღესასწაულო ღონისძიებები გასული წლის მსგავსად, წელსაც არ ჩატარდება – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სახალხო დღესასწაული პანდემიის გამო არ აღინიშნება და გარკვეული ღონისძიებების ნახვა მხოლოდ ონლაინფორმატში იქნება შესაძლებელი.

„იცით, რომ ოქტომბრის დასაწყისში იმართება თბილისობის სახალხო დღესასწაული, რომელიც ძალიან უხდება ამ ქალაქს. გასულ წელს, სამწუხაროდ, მისი ჩატარება ვერ მოვახერხეთ. წელსაც იგივე პრობლემა გვაქვს პანდემიიდან გამომდინარე, დღესაც ვებრძვით ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება გახლავთ. პანდემიიდან გამომდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებს წელსაც ვერ გავმართავთ.

გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და ონლაინრეჟიმში ანუ პირდაპირ ეთერში კონცერტის ნახვის შესაძლებლობა, რომელიც გაიმართება. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.