წელს სახელმწიფო 200 000 დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს

271

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამრელიძის თქმით, წელს სახელმწიფო 200 000 დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს.

როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, გრიპის ვაქცინას სავარაუდოდ კერძო სექტორიც შემოიტანს, რომელთა ვაქცინები როგორც წესი, საერთო მარაგის დაახლოებით 25% – ს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გრიპზე აცრა, ჩვენთან ეს კულტურა ბოლო 7-8 წელია ინერგება, ყოველწლიურად აცრილთა რაოდენობა იზრდება. აცრა საყოველთაო არ არის, არ შედის კალენდარში, ნებაყოფლობითია. ძირითადად რისკჯგუფები იცრებიან. წელს სახელმწიფო 200 000 ათასი დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს, პასუხისმგებელი ამაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრია. პირველი 50 000 დოზა დღეს უნდა შემოსულიყო. 150 000 ათასი დოზა კი ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. აქედან გამომდინარე, უკვე იყო შიდა განხილვა, უნდა განვიხილოთ იმუნიზაციის საბჭოზეც, პირველ რისკჯგუფებს ვის დავიწყებთ. რისკჯგუფები არიან ძირითადად სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ალბათ გრიპის ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს, როგორც ყოველწლიურად ხდება ხოლმე, მაგრამ ეს საერთო მარაგების დაახლოებით 25%-ია ხოლმე”, – განაცხადა გამყრელიძემ.