გახარიას პარტიის ყოფილი წევრი: ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს კანდიდატურა დაუყენა

406

წინა სტატია

ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს კანდიდატურა დაუყენა და ამით „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი, – ამის შესახებ გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, ამირდონ ბაბლუანი სოციალურ ქსელში წერს.

იგი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მან და თავისმა ოჯახის წევრებმა გახარიას პარტია დატოვეს.

„დღეს მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ გახარიას პარტია. საზოგადოებას მინდა მცირე განმარტებით მივმართო. ჩვენ ამ პარტიაში გავწევრიანდით ორი მიზეზის გამო: ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გახარია სრულ წინააღმდეგობაში იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ის არასოდეს დაუპირისპირდებოდა რეჟიმისგან ქვეყნის განმათავისუფლებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემი ოჯახისა და ჩემთვის უკიდურესად მიუღებელია. აშკარაა, რომ გახარიასა და ნაცების გზები იკვეთება. ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს დაუყენა კანდიდატურა და ამით „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვიყო განაწყენებული, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მათ მოკავშირეებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება!“, – წერს გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ამირდონ ბაბლუანი.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ლენტეხში ერთი ოჯახის სამმა წევრმა დატოვა.