გორის სოფელ ხელთუბანში ახლადმოწყობილ გზის ოთხ მონაკვეთზე სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების განთავსებას ითხოვენ

485

გორის სოფელ ხელთუბანში ახლადმოწყობილ გზის ოთხ მონაკვეთზე სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების განთავსებას ითხოვენ. აღნიშნული ინიციატივით მერიას ბერბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მიმართა. ინფორმაცია რადიო მოზაიკა ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით საავტომობილო გზაზე  „ხელოვნური უსწორმასწორობა“ განთავსდება.

“საგზაო უსაფრთხოებიდან და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე განთავსდეს სიჩქარის შემანელებელი ბარიერი გოსტ Р 52 605-2006-ის შესაბამისად, შემდეგი საგზაო ნიშნებთან ერთად:1.18-„ხელოვნური უსწორმასწორობა“; 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 30კმ/ სთ“; 5,20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“, – წერია განკარგულებაში

აღნიშნული საკითხი მერიამ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოსთან ერთად შეისწავლა და უწყებას მიზანშეწონილად მიაჩნია საგზაო ნიშნების განთავსება.