თბილისში, გორკის ქუჩის N11-ში, სახლის გამაგრება მიმდინარეობს

382

ჩუღურეთის რაიონში, გორკის ქუჩის N11-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

“პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ფანჯრები და კარის ღიობები ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 190 000 ლარია”, – აცხადებენ გამგეობაში.