დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მხრივ ნაბიჯები თუ გადაიდგმება, პირველ რიგში, ის ალბათ, ორჯერ აცრილებს შეეხება.
„კონტროლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, უნდა გააძლიეროს შრომის ინსპექციამ, პოლიციამ, მაგრამ მთავარი მაინც თვითშეგნებაა. უნდა გვქონდეს თვითშეგნება იმისა, რომ მეოთხე ტალღა იყოს ძალიან მსუბუქი. წამახალისბელ ღინისძიებებზეც ვიმსჯელეთ დღეს, ორჯერად აცრილებს აღარ ჰქონდეთ სავალდებულო ტესტირება. ოჯერადად აცრილი კი 70 000-მდე ადამიანია. ასევე საუბარი იქნება ე.წ. კომენდანტის საათთან დაკავშირებით. თუ გადაიდგა შემსუბუქნების ნაბიჯი პირველ რიგში, ის ალბათ ორჯერ აცრილებისთვის იქნება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.