უსაფრთხოდ უნდა შევხვდეთ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადადა აცრილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის ასევე ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი მოსწავლეებისთვის.
„დღეს ამაზე ვიმსჯელეთ და ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რათა შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადადა აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ და ამასთანავე, ყველა, ტელევიზია უნდა გახდეს უსაფრთხო, ამიტომ, როცა ვაქცინა გვექნება აიცერით ყველა,“- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ივლისის პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს ე.წ მასობრივი აცრის სივრცეების მოწყობა.
„თბილისში ეს იქნება, დაახლოებით, 4-5, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. ერთი ტექნიკური ცენტრი უკვე მზად არის „ჰუალინგში“, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა მისი ფუნქციონირება. ის შედარებით პატარაა – 10 ბრიგადით იმუშავებს და მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისში „ექსპოჯორჯიასთან“ რამდენიმე პავილიონთან დაკავშირებით, ასევე მოლებთან თბილისში და ეს ყველაფერი ივლისის პირველ 10 დღეში უნდა იყოს მზად,“- განაცხადა გამყრელიძემ.