ფინანასთა სამინისტრო 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადებას გეგმავს.საბიუჯეტო ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
„მაისის ეკონომიკური ზრდის შედეგების გაანალიზების შემდგომ, ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში – უკვე განახლებული პროგნოზების შესაბამისად. ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება მნიშვენლოვანი ნაბიჯების გადადგმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით, ამავე დროს ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება“, – განაცხადა ლაშა ხუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენს.