კალაძე: ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში მოეწყო და რეაბილიტირდა 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 მწვანე კუნძული

617

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში მოეწყო და რეაბილიტირდა: 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 მწვანე კუნძული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, განახლდა 100 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე, დაირგო 73 000 ძირი ხე, 142 000 ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.

ამასთან, 500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა ნიადაგის მულჩირება, გამწვანების პროექტით კი 17 000 ძირი ხე დაირგო.