ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა შეუძლია არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით და საქართველოში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით.
„1 ივნისიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლია სახმელეთო გზით: ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით და ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით, არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტითა და მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით.
საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით, არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით და საქართველოში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით.
ვრცლად რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.