სხვადასხვა ინსტიტუტის მონაცემებით და პროგნოზით, აგვისტოდან კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციასა და რეგულაციას, რაც გაჟღერებულია, ნაკლები იქნება ინფიცირების შემთხვევები. ამასთან, ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში დამშვიდებისკენ მიდის. დღეს დილისთვის არის 359 ათასი ახალი შემთხვევა. დღიური შემთხვევების ეს რაოდენობა ფიქსირდებოდა მხოლოდ ინდოეთში ეპიდემიის პიკის დროს. ახლა COVID19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩვენთანაც და ევროპაში მოდის ქვემოთ. ეს დაღმასვლა კიდევ გარკვეული პერიოდი გაგრძელდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.